Accentnews.ge
შსს-მ 7 მარტის აქციაზე გამოძიება წესრიგის დამცველის ან ხელისუფალის მიმართ მუქარა-ძალადობის მუხლით დაიწყო

შსს-მ 7 მარტის აქციაზე გამოძიება წესრიგის დამცველის ან ხელისუფალის მიმართ მუქარა-ძალადობის მუხლით დაიწყო

08/03/2023 07:42:36 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 7 მარტის აქციაზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი წესრიგის დამცველის ან/და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მუქარა-ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა 50-მდე პოლიციელი.

უწყება ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

სსკ 187-ე მუხლი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, ხოლო სსკ–ს 353-ე გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

„სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას,“ – ვკითხულობთ შსს–ს განცხაებაში.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.

15:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S