Accentnews.ge
ქორიძე: "ზურას საუბრისთვის თავში ურტყეს "დუბინკები", წესიერი დახმარება არ აღმოუჩინეს"

ქორიძე: "ზურას საუბრისთვის თავში ურტყეს "დუბინკები", წესიერი დახმარება არ აღმოუჩინეს"

08/03/2023 07:59:59 სამართალი

„გორჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის ნატა ქორიძის ინფორმაციით, 7 მარტს, აქციაზე ჯაფარიძეს თავის არეში მიაყენეს დაზიანებები, შემდეგ კი შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

"ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტყეს "დუბინკები", ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე , როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ჰყავთ დიღმის იზოლატორში. წესიერი სამედიცინო დახმარება, როგორც ჩანს, არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ“,– წერს ქორიძე.

შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.

15:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S