
"სანამ ცოცხალი ვარ, ჩემ შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, აუცილებლად გავახსენებ, ვინ იყო ის 76 მოღალატე, ვინც ერი გაწირა, მაგრამ იმასაც გავაგებინებ, როგორ გადარჩა!"
08/03/2023 13:22:31 ციტატა
„76 - სანამ ცოცხალი ვარ, ჩემ შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, აუცილებლად გავახსენებ, ვინ იყო ის 76 მოღალატე, ვინც ერი გაწირა, მაგრამ იმასაც გავაგებინებ, როგორ გადარჩა!..“ – აცხადებს მამა პეტრე კოლხი.
ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის "უცხოეთის გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.
დღეს რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა.