Accentnews.ge
პაპუაშვილი – აქციაზე: "რადიკალური ოპოზიცია მისი გეგმებით ცდილობს, გაამწვავოს მდგომარეობა"

პაპუაშვილი – აქციაზე: "რადიკალური ოპოზიცია მისი გეგმებით ცდილობს, გაამწვავოს მდგომარეობა"

08/03/2023 20:02:28 ციტატა

"მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით, გეგმებით ცდილობს ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავდით პირდაპირ ეთერში.

ნებისმიერი აზრი უნდა გამოითქვას კანონის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალი ოპოზიციისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.

სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მომიტინგეების წინააღმდეგ ხდება როგორც წყლის ჭავლის, ისე ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენება. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.

პარლამენტთან ამ წუთებში სიტუაცია დაძაბულია.

დემონსტრანტები სპეცრაზმელებისგან თავს რკინის ჯებირებით იცავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S