Accentnews.ge
პროკურატურა მაკო გომურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა მაკო გომურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

07/11/2019 10:16:00 სხვა, სამართალი

გენერალური პროკურატურა მაკო გომურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

„20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები. აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა. 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული. 

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურმა, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, გუშინ  სოციალურ ქსელში დაწერა: „მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო? წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“. 

ცნობისთვის: "ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის" მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი 67 პოლიციელს აქვს მიღებული, ხოლო აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს. ამ ცნობებში საია პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიანიჭა. 20 –21 ივნისის მოვლენების დროს მან თვალი დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S