![ენმ–ის წევრ ბესო გაზდელიანის შვილი ამბობს, რომ მის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს [video]](https://accentnews.ge/storage/files/332536521_1377218269705971_2494059336534846055_n.jpg)
ენმ–ის წევრ ბესო გაზდელიანის შვილი ამბობს, რომ მის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს [video]
09/03/2023 02:48:57 სამართალი
ენმ–ის წევრ ბესო გაზდელიანის სახლში სამართალდამცველები არიან შესული, – ამის შესახებ ბესო გაზდელიანის შვილი იუწყება და აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც, სახლის კართან მობლიზებული ორი ეკიპირებული პირი ჩანს, მათ შორის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით.
გვანცა გაზდელიანი ამბობს, რომ ამჟამად სპეცოპერაცია დარტდება მის სახლში, მაგრამ თავად შინ შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ღონისძიება დაიწყო დილის 06:00 საათისთვის და იმ დროს შინ იმყოფებოდნენ მისი დედ–მამა და სამი მცირეწლოვანი და.
„მოვიდნენ იარაღით, სრული ეკიპირებით. მძიმე ფონია. მხოლოდ თქვეს, რომ ჩხრეკას ატარებენ. ამ დრომდე შიგნით არიან და არ ვიცი, რა ხდება. მესმოდა ტირილის ხმა. ვთხოვე ბავშვების გამოყვანა და არ დაგვრთეს ნება“,– თქვა გვანცა გაზდელიანმა „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, მამამისი „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა და დღეს დაახლოებით, 02:00 საათისთვის დაბრუნდა შინ, თუმცა კონკრეტულად რას ედავებიან მას, ინფორმირებული არაა.