Accentnews.ge
ალაფიშვილი: "რუსული კალკი სასწრაფოდ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე და ჩააგდონ, სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს"

ალაფიშვილი: "რუსული კალკი სასწრაფოდ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე და ჩააგდონ, სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს"

09/03/2023 08:50:10 ციტატა

"რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.

პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას.

რა უნდა მოხდეს:

  • ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი
  • რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.

აი, ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.

სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ.

კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე", – აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S