
ახალგაზრდობის პასუხი "ოცნების" 9 მარტის განცხადებას: "თვალებში ჩაგვხედეთ და გაგვიმეორეთ, რომ "მართული რადიკალები" ვართ! თქვენი სიცრუე აღარ გავა! რუსეთი საქართველოში დასრულებულია!"
09/03/2023 11:28:25 პოლიტიკა, ანალიზი
ახალგაზრდობა 7-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, "ქართულ ოცნებას" "მორიგ გამიზნულ სიცრუეში, მორიგ მზაკვრულ გეგმაში" ამხელს და უმეორებს, რომ "ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ვეღარავინ წაართმევს, რუსეთი საქართველოში დასრულებულია!".
"აქცენტმა" "ქართული ოცნების" მიერ 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული განცხადების შეფასება საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილეს სთხოვა. მათი პასუხები ასეთია:
"ხელისუფლებას ეს ქვეყანაცა და მოქალაქეებიც მისი საკუთრება ვგონივართ, თვლის, რომ ჩვენ და ქვეყანა მის ინტერესს უნდა ვემსახურებოდეთ და არა ისინი - ქვეყნისა და ხალხისას... აი აქ შეცდნენ, როცა ირწმუნეს, რომ "ჯიბეში აქვთ" საქართველო ჩვენს მომავალთან ერთად! აი იქ შეცდა ივანიშვილი, სადაც რუსეთს დაჰპირდა, "ქართველებს გავაცურებ და უბრძოლველად ჩაგაბარებო"! და ზუსტად ამას რომ აპირებს, ეს "ოცნების" დღევანდელი განცხადებიდანაც ჩანს - თურმე, "სიმართლის" განმარტებას უპირებენ მოსახლეობას! მიგიხვდით, ბატონო ბიძინა, ზრახვებს! ზოგი - გვიან, მაგრამ მაინც! აღარ დაგაბოლებინებთ ხალხს, აღარ გაგარუსებინებთ, აღარ დაგაბრუნებინებთ საქართველოს საბჭოეთში! რა სიცრუითაც არ უნდა ეცადო ხალხის ტვინების "რეცხვას, რა "ტრიუკებიც" არ უნდა ატარო კიდევ კრემლთან შეთანხმებით, აღარ გაგივა!";
"ოცნება" საბოლოოდ "გაიშიფრა" - მორჩა! მესმის, რომ კიდევ ეცდება საზოგადოების მცირე ნაწილის შიშებზე, პატრიოტულ გრძნობებზე, მიამიტობაზე, არაიფორმირებულობაზე თამაშს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და თავის გზას ყოველთვის პოულობს! ეცდება კიდევ რაიმე მზაკვრობას მთავრობა? - ისევ მიიღებს პასუხს! და ასე - მანამ, სანამ საჭირო იქნება! მთავრობამ ყველა "წითელი ხაზი" გადაკვეთა, მთავრობამ ხალხის ევროპულ არჩევანზე გადაიარა, ჩვენი და ჩვენი შემდგომი თაობების მომავალი გაყიდა, - მეტი რაღა უნდა ქნას და რაღა ვუთმინო, რომ "რადიკალად" არ გამომაცხადოს?! ყველა "ნაცია" და "რადიკალი", ვინც ხმის ამოღებას ბედავს? ეს არაა პუტინის გზა ზუსტად, აბა რა არის მაშინ?! ჩემთვის "ოცნება" უკვე წარსულია! ასეთი ხელისუფლება საქართველოს არ ეკადრება! ამისთვის არ უბრძოლიათ წინა თაობებს! ადრეც გვინახავს ხელისუფლებებისგან "წითელი ხაზების" გადაკვეთა და მერე ახალგაზრდობის პასუხი, ყველას გვახსოვს, რით სრულდებოდა საბოლოო ჯამში ყოველთვის ქართველ ხალხთან რუსული თამაშები და ასე იქნება ახლაც! ჩემს არჩევანს ვერავინ წამართმევს - ეგ იცოდნენ ზუსტად! ჩემი მეგობრების, ძმის, დების არჩევანს ამათ ვერ და არ გავანადგურებინებ - ეგაა და ეგ! უკვე ძალიან ბევრი მიქარეს, ძალიან ბევრი უპატიებელი ჩაიდინეს, მაგრამ კიდევ აქვთ შანსი, შეჩერდნენ. რას მოიმოქმედებენ - მათი არჩევანია და შესაბამისი იქნება ჩვენი - ახალგაზრდობის პასუხიც";
"რაც დღეს მოვისმინეთ, მორიგი გამიზნული სიცრუ იყო და მორიგი მზაკვრობის დაანონსება. ხალხის დადებილება უნდათ რუსული ტყუილებით და უომრად ჩაბარება რუსეთისთვის. თან რა დონის თავხედი უნდა იყო და [უცენზურო ლექსიკა - რედ.], რომ უომრად აბარებდე ქვეყანას რუსეთს და ამ დროს მადლობას ახდევინებდე ხალხს "მშვიდობის დაცვისთვის"?! აი ამისთვის გაიძახდნენ სულ, "ომი გინდათო?"... მში არ ვართ ახლა რუსეთთან, აბა რაში ვართ? ზუსტადაც რუსეთი გვეომება დღეს "ოცნების" ხელით! და რადიკალები საკუთარ ოჯახებში მოიკითხონ, "ნაცებიც" კიდევ! ესაა "რუსული ოცნება" - რა სცხიათ ამათ ქართულის? ნახეთ რაიმე ქართული 7-8 პარტის კადრებში?!... მათი რუსული კი არა, ჩვენი ევროპული არჩევანია რეალურად ქართული, ჩემი ქვეყნის ევროპული მომავალია ნამდვილად ქართული და არა ამ... - აღარ მინდა, გავიმეორო, ვინც არიან და ვისებიც... ჩვენმა ხალხმა გზა დიდი ხანია, აირჩია და ამ გზას უპირველესად ახალგაზრდობა დაიცავს, ასე არ იყო სულ? ოპოზიცია ხან ვარგოდა, ხან - არა, მაგრამ ახალგაზრდობა ყოველთვის სწორ მხარეს დგებოდა. პოლიტიკოსებს თავისი საქმე აქვთ და ხედვები, რაც უნდათ, ის ქნან, მე ერთი რამ ვიცი ზუსტად: ჩემს არჩევანს დავიცავ ბოლომდე! იცოდეს ეს "ოცნებამ" კარგად და გინდ "რადიკალი" მეძახოს, გინდ "ნაცი", გინდ შვანცკი!";
"დღეს რა გვითხრა "ოცნებამ"? - არავინ მოტყუვდეს და დაიჯეროს, რომ უკვე გავიმარჯვეთ! ისევ "ხიმანდრობენ" რაღაცას, ისევ ატყუებენ ხალხს და ამიტომ გამარჯვებისთვის კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლი! აი როცა ჩემი თვალით ვნახავ ოფიციალურად გაფორმებულ გაწვევას ამ სამარცხვინო კანონპროექტების, როცა თავად "ოცნება" ჩააგდებს ოფიციალურად მათ მიღებას, როცა საქვეყნოდ აღიარებს, რომ ხალხს ატყუებდა გამიზნულად, ბოდიშსაც მოიხდის და პირობასაც დადებს, რომ თავშიც კი აღარ გაივლებს აღარასოდეს რუსული ტრიუკების საქართველოში ჩატარებას, მერე შეიძლება, დავფიქრდე, დავიჯერო თუ არა "ოცნების". ამ განცხადებაში კი ისევ უტიფრად იმეორებენ, "ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვამბობთ მხოლოდ სიმართლეს, ყველა დანარჩენი ტყუის, ყველა დანარჩენი რადიკალია, ოპოზიციის მართული, ომი უნდა და ქვეყნის მტერია... შეიცვალა რამე ამათ თავებში და სიტყვებში? - არც არაფერი, ისევ თავისას აწვებიან! თან გვიანონსებენ, ამ ჩვენს რუსულ "სიმართლეს" თითოეულ მოქალაქეს ჩავუდებთ ტვინშიო - ანუ, როგორც ჩანს, აქამდე რომ "ალტ-ინფოს", "პოსტივის", "იმედს" და სხვა ათას თავის სატელიტს აფრქვევინებდნენ ყოველდღიურად კრემლის ტყუილებს, ახლა ამ "საარაკო" საქმეში მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვაც აქვთ დაგეგმილი... ok, სცადონ აბა და აგერ ვნახავთ, რა გამოუვათ და როგორ, რაკი თავისას არ ეშვებიან!";
"მე ვარ "მართული რადიკალი"? გამოვიდნენ ერთი, თვალებში ჩამხედონ და გაიმეორონ ეგა! იმიტომ ვარ "მართული" და "რადიკალი", რომ არ ვაყოლებინებ ამათ ჩემს და ჩემი ხალხის ევროპულ არჩევანს ბიძინას მილიონების გადასარჩენად?! ვინ ვერ მიხვდა ჯერ კიდევ 2X2-ს, რომ ესენი ასრულებენ ბიძინას დავალებას, ბიძინა კი - კრემლისას სკუთარი თავისა და ქონების გადასარჩენად? მე რომ მივხვდი - ფაქტია და დიახაც, ბოლომდე შევეწინააღმდეგები, ბოლომდე დავიცავ რუსეთისგან ქვეყანას და მის არჩევანს! ჩემს ოჯახში, ჩემს ირგვლივ ყვეამ იცის კარგად, რა არის რუსეთი, ახსოვს, რა იყო სსრკ და ამის დაბრუნებას აღარ დავუშვებ, არა! აი ასეთი მარტივია რეალურად, ყველაფერი";
"სქროლების თაობამ მოვუგეთ ბრძოლა რუსულ შეიარაღებულ ჟანდაემერიას. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ბრძოლა იყო. არ უნდა მოვდუნდეთ, მზად უნდა ვიყოთ კრემლის სხვა სპეცოპერაციებისთვის და ბოლომდე ამოვძირკვოთ საქართველოში რუსული მეტასტაზები".
.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021