ნედ პრაისი: "მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს"

10-03-2023 00:56:17 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიესალმებიან საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ ოფიციალურად გაიწვიოს ის.

„ძალიან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი. მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებაებს. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომელიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ქართველ ხალხს სურს. არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ რამდენიმე ათეული წელია, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოა მათ გამოხატვაში, რომ მათ სურთ საქართველო, რომელიც არის დემოკრატიული, აყვავებული და ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონთან. მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მათი პარტნიორი იყოს ამ მისწრაფებებში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები