
Cavea ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებამდე სხვა სეანსს აუქმებს, "რათა უფრო ეფექტურად შეძლონ უსაფრთხოების დაცვა"
07/11/2019 12:25:48 სხვა, საზოგადოება
კინოთეატრი Cavea 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებამდე სხვა ფილმის სეანსს, რომელიც ქართულ-შვედური ფილმის წინ უნდა გამართულიყო, აუქმებს.
კინოთეატრში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმისთვის მიიღეს, რათა დაცვის და უსაფრთხოების სამსახურმა უფრო მოქნილად და ეფექტურად შეძლოს უსაფრთხოების დაცვა.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.
ვასაძის მსგავსი პოზიცია აქვს „ქართული მარშის" ერთ-ერთ ლიდერმ სანდრო ბრეგაძესაც.