Accentnews.ge
„ყველგან გაკვირვება იყო“: ცუცქირიძე საქართველოს პარტნიორებთან კომუნიკაციაზე საუბრობს

„ყველგან გაკვირვება იყო“: ცუცქირიძე საქართველოს პარტნიორებთან კომუნიკაციაზე საუბრობს

10/03/2023 11:41:28 კომენტარი

ეს ძალიან საგულისხმო იყო,– ასე ეხმიანება EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე საფრანგეთი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას საქართველოს ევროპისკენ შეტრიალების შესახებ. კერძოდ, მაკრონმა 10 მარტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, რომელიც საქართველოში ყველაზე აქტიურადმოხმარებადია, ქართულ ენაზე დაწერა: "გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს".

ცუცქირიძემ გაიხსენა პოლო დღეების პროტესტის ფონზე პარტნიორებთან შეხვედრები, მათ შორის, ბრიუსელში და თქვა, რომ საზოგადოების ჟინი მათთვის ერთგვარი მოულოდნელობა იყო.

„მე ამ პერიოდის განმავლობაში დღენახევრით გავფრნდი ბრიუსელში და კიდევ სხვა ქალაქებში ამ პრობლემებზე – [მმართველი გუნდის მხრიდან] ჩვენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდეალობაზე პარტნიორებთან სალაპარაკოდ და ყველგან იყო ერთგვარი გაკვირვება. მე იქ ჩავიტანე გზავნილი, რომ „ჩვენ აქ ვიბრძვით დემოკრატიისთვის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოება, ის არის ძლიერი, თავისუფალი და ასე ადვილად არ დათანხმდება რუსული დიქტატურის დამყარებას!“. ეს, ცოტა არ იყოს, მათ გაუკვირდათ, რადგან როგორც ჩანს, მათი მოლოდინი იყო, რომ საქართველომ დიდი ხნით დაიძინა, მას აღარ აქვს უნარი, იბრძოლოს რაღაცეებისთვის, წინ აღუდგეს უსამართლობას, დემოკრატიის უკან დახევას – ამ ყველაფერს. ეს ჟინი და გზავნილი მათთვის მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, მაკრონის განცხადებაც ამ მიმართულებაში ჯდება. იქაც, ჩვენს მეგობრებსაც გაუხარდათ, რადგან საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში იყო დუმილი და წარმუმატობლებები, სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა ბევრი პრობლემა, რაღაცეებს ვერ ვაღწევრდით ერთად. ახლა ეს მოხერხდა და გამოჩნდა, რომ საქართველოსთვის ევროპა არ არის მხოლოდ „მერსედესი“ და რაღაც მატერიალური კეთილდღეობა, რომ არის ფასეულობა, ღირებულება, რომ ხალხი გარეთ გამოვა. ეს ადამიანები გარეთ იმისთვის ხომ არ განოსულან, რომ ვიღაც ფულს შეპირდა?! ეს ხალხი გამოვიდა არამეტერიალური მოტივით, თავისუფლების იდეისთვის და ესაა ევროპა – ევროპა დგას თავისუფლების იდეაზე და ევროპელები ყოველთვის უჭერენ მხარს იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ამისთვის იბრძოლონ და არა მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი ხელფასი ჰქონდეს და კარგი მანქანით იაროს. ეს იყო მნიშვნელოვანი! ახლა ევროპაში ყველამ დაინახა ეს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი წერილი, რამდენი გამოხმაურებაა ჩვენი მეგობრებისგან“,– თქვა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს ხალხის შეეშინდა, დაინახა, რომ მისი ავანტიურა ჩაფლავდა და შესაძლოა, უარესი დამართნოდა“. ასევე დარწმუნებულია, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირში შესვლა და შეეცდებიან „საბოტაჟს საქართველოს თასიუფლების, ევროპული მომავლის და ამის უფლება ჩვენ – ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არ უნდა მივცეთ“:

„ვიცით, რომ ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ მთავრობას გავაკეთებინოთ ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ გააკეთონ და არა ვიღაც სხვას! ისინი უნდა ვაიძულოთ, გააკეთონ! ნებით არაფრის გამკეთებლები არ არიან! ახლა წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ეს არის წარმატება იმ გზაზე, რომელზეც კიდევ ბევრი წარმატება და გამოწვევებია“.

მისი დაკვირვებით, მმართველმა გუნდმა ლეგიტიმაცია დიდი ხანია, დაკარგა, ბოლო დღეების მოვლენებმა ეს კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენა, ამიტომ, „ერთადერთი, რაც მათ გადაარჩენთ, ისაა, რომ დადონ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე ძალიან კონკრეტული გეგმა, სხვა შემთხვევაში, მათი საქმე ძალიან ცუდად იქნება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S