
სააკაშვილი: "საამაყოები ხართ! ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს"
10/03/2023 12:30:48 ციტატა
"ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული. სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ, გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა. ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება. ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ. გარდა ამისა, ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის. მინდა, ვთქვა, რომ ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!
P.S. მიხარია რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი,როგორც ზეიმი ისე აღიქვა", - წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.