Accentnews.ge
ლავროვი პროპაგანდისტული გზავნილებით ეხმიანება საქართველოს მოვლენებს

ლავროვი პროპაგანდისტული გზავნილებით ეხმიანება საქართველოს მოვლენებს

10/03/2023 15:59:58 პოლიტიკა

„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტუაცია მხოლოდ საბაბი იყო მთავრობის ძალისმიერი შეცვლის დასაწყებად, – ირწმუნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კრემლის პროპაგანდისტულ მედიარესურსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ძალიან ჰგავს კიევის „მაიდანს“. უდავოა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ მათი ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო მთავრობის ძალისმიერი შეცვლის მცდელობა“, - თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე "თვალთმაქცობა" უწოდა. მანამდე ბორელი საქართველოს კონტექსტში მკაფიო პოზიციონირების გამო გააკრიტიკეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ და რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა.

„მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ევროპის რიგ ქვეყნებში ასეთივე ნორმებია, არსებობს ამავე თემაზე გაცილებით მკაცრი ნორმებიც, ბატონი ბორელი თვალის დაუხამხამებლად აცხადებდა, რომ კანონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გაჰქონდა, ევროპულ ფასეულობებს არ შეესაბამება და ეღობება საქართველოს ევროკავშირთან მიერთებას. რა თქმა უნდა, აშკარა ფარისევლობაა“, - განაცხადა ლავროვმა. მას სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა უნგრეთი, მაგრამ არ უხსენებია, უნგრეთის განსაზღვრაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის მკაცრი რეაგირება.

როგორც კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი აღნიშნავს, ლავროვმა მიანიშნა საქართველოსა და მოლდოვაში ოპოზიციის პროტესტის მიმართ დასავლეთის განსხვავებულ დამოკიდებულებაზეც:

„საქართველოში ოპოზიცია, არათუ რისი უფლება აქვს, ვალდებულია გააკეთოს, რაც სურს. მოლდოვაში კი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს გმობენ - იმიტომ, რომ საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, მოლდოვაში კი - სხვა ინტერესებს. დასავლეთის ინტერესებს კი მთავრობა და პრეზიდენტი გამოხატავენ“, - განაცხადა მან.

მანამდე "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ ყირიმში" მოუწოდა "ტვიტერით" ქართველებს, უკრაინის "ანალოგიური სიტუაცია" გაიხსენონ:

"უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტისა წინააღმდეგ თბილისში დაწყებული პროტესტი, მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. ვურჩევთ ქართველ ხალხს გაიხსენონ უკრაინის ანალოგიური სიტუაცია 2014 წელს და რა მოჰყვა ამ ყველაფერს! #ორჯერდაფიქრდით".

ლავროვის თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედანაა „ორკესტრირებული“ და მათ რუსეთის საზღვრებთან გამაღიზიანებლის შექმნის სურვილი ამოძრავებთ.

10 მარტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო მას შემდეგ, რაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ ანტიკონსტიტუციური და ანტიევროპული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

დემონსტრანტების ხედვით, კანონპროექტი საქართველოს აშორებდა ევროკავშირს, შესაბამისად, აახლოებდა რუსეთთან და მოითხოვდნენ კანონპროექტის ჩაგდებას. მოთხოვნის შესრულებ ის შემდეგ დემონსტრანტები დაიშალნენ და დააანონსეს, რომ პერიოდულად შეიკრიბებიან, რათა ხელისუფლებას შეახსენონ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 წინაპირობის შესრულება.

იხილეთ ასევე: „რუსეთისთვის ფანტასტიკა, პუტინისთვის კოშმარია“: რუსების რეაქცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S