Accentnews.ge
მოვიგერიეთ მტრის 100-ზე მეტი შეტევა – უკრაინის გენშტაბი

მოვიგერიეთ მტრის 100-ზე მეტი შეტევა – უკრაინის გენშტაბი

11/03/2023 11:30:43 ევროპა

უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

სარდლობა აცხადებს, რომ უკრაინულმა ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კონცენტრაციის ადგილებზე 11 დარტყმა განახორციელა, ასევე გაანადგურა მოწინააღმდეგის დრონი, საჰაერო თავდაცვის სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი.

„უკრაინულმა ავიაციამ ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის პოზიციებს“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა რუსების კუთვნილი ორლან-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 5 ტერიტორიას და მტრის საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S