12-03-2023 16:32:59 პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ აპირებენ საქართველოში "მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას, რომლის მიზანი მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა"..
ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა.
„ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, – განაცხადა მერაბიშვილმა. მერაბიშვილის განცხადებით, "მართალია, საქართველოში აქციები ამ ეტაპზე შეწყდა და ე.წ. „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონიც“ პარლამენტმს უკან გაიწვია, "ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ეს ბრძოლა იქნება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის:
„როცა უკრაინა და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს მაშინ ამ სტატუსზე უარი უთხრეს. ახლა საქართველოს მიეცა პერიოდი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეზოლუციისთვის. ახლა ვიწყებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხში დათმობებზე წასვლას, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
[თარგმანი „რადიო თავისუფლება“]