
მედოევს ავსტრიაში სემინარში მონაწილეობაზე უარი უთხრეს
07/11/2019 14:46:29 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს ავსტრიაში თავდაცვის ეროვნული აკადემიის ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს.
დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო ძალისხმევას იჩენს საერთაშორისო ასპარეზზე სამხრეთ ოსეთის მოსაზრებების დასაბლოკად".
„სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობის“ რიგით მე-20 სემინარი 7 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. სემინარის თემაა, „კონკრეტული ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად“.