Accentnews.ge
კიშინიოვმა განაცხადა, რომ მაციევსკი, რომელიც დახვრიტეს „დიდება უკრაინას“ წარმოთქმისთანავე, მოლდოვის მოქალაქე იყო

კიშინიოვმა განაცხადა, რომ მაციევსკი, რომელიც დახვრიტეს „დიდება უკრაინას“ წარმოთქმისთანავე, მოლდოვის მოქალაქე იყო

13/03/2023 11:41:27 ევროპა

კიშინიოვში აცხადებენ, რომ ალექსანდრე მაციევსკი, რომელიც დახვრიტეს სიტყვების „დიდება უკრაინას“ წარმოთქმის შემდეგ, მოლდოვის მოქალაქე იყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„მინისტრი კატეგორიულად გმობს მოლდოვის მოქალაქის მკვლელობას, ქმედებას, რომელიც შეიძლება, კვალიფიცირდეს როგორც ომის დანაშაული და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების უხეში დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ მან მაციევსის გმირის წოდება მიანიჭა.

6 მარტს სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა. უკრაინამ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვა. რუსეთს ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია.

9 მარტს ტერიტორიული თავდაცვის სარდლობამ გამოაცხადა, რომ ვიდეო რეალურად იყო 119-ე ბრიგადის მებრძოლი ალექსანდრე მაციევსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S