Accentnews.ge
ოხანაშვილი: "ყიფიანი გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ივანიშვილთან"

ოხანაშვილი: "ყიფიანი გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ივანიშვილთან"

13/03/2023 13:06:41 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან".

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა.

„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს არ გაუაქტიურებიათ სათანადოდ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მანამდე, ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. აგენტების კანონი და მის მხარდამჭერები გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S