Accentnews.ge
თალაკვაძე – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე: "სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველას თავისი უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეს"

თალაკვაძე – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე: "სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველას თავისი უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეს"

07/11/2019 17:30:31 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების დროს ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგი იქნება უზრუნველყოფილი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს რეაგირება მოჰყვება. 

თალაკვაძის თქმით, მას ფილმი ნანახი არ აქვს 

„ხვალინდელი დღეც დაგეგმილი მაქვს. თუ მექნება საშუალება ვნახავ“, – განაცხადა თალაკვაძემ „რეაქციაში“ სტუმრობისას.

„რაც შეეხება ფილმზე ჩემს პოზიციას,  შემიძლია, გითხრათ ის, რომ ხელოვნებაში ყველა თავის თავს გამოხატავს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. ეს უფლებაც ისევე, როგორც რაღაც არ მოგწოდეს და რაღაც გააპროტესტო მშვიდობიანად, ეს ულფებაც არის გარანტირებული. ეს უფლება თავის მოქალქეებს მისცა საზოგადოებამ და ხალხმა, ვინც მიიღო კონსტიტუცია. ამიტომ ეს უფლება იქნება განუხრელად დაცული. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება და ყველას თავისი უფლების რეალიზაციის შანსი და შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.

ვასაძის მსგავსი პოზიცია აქვს „ქართული მარშის" ერთ-ერთ ლიდერმ სანდრო ბრეგაძესაც.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S