Accentnews.ge
მარტვილის მუნიციპალიტეტს ნარჩენების კონტეინერები გადაეცა

მარტვილის მუნიციპალიტეტს ნარჩენების კონტეინერები გადაეცა

14/03/2023 09:36:02 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მარტვილის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი, 236 ერთეული ნარჩენების კონტეინერი გადასცა.

ნარჩენების კონტეინერები მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S