Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ

14/03/2023 11:12:56 პოლიტიკა

ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის დროშის შებღალვის გამო, პირი იქნება იდენტიფიცირებული და შესაბამისად დაისჯება ადმინისტრაციული წესით.

„გამოვეხმაურები პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა დასჯადი გახადა როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომლებიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო კიდეც განცხადება, რომ ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

სამწუხაროა, რასაც ვხედავთ. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად, იცით, დაზიანებულია თვითონ ფლაგშტოკიც, აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: დღეს პარლამენტთან, პრორუსული "ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მყოფმა პირებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S