Accentnews.ge
პარლამენტის წინ გამართულ "ალტ-ინფოს" აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს (ვიდეო)

პარლამენტის წინ გამართულ "ალტ-ინფოს" აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს (ვიდეო)

14/03/2023 10:03:59 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერები აქციას მართავენ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.

დემონსტრანტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე ისმის ანტიდასავლური და შეურაცხმყოფელი შეძახილები.

აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ. ისინი ასე მოიქცნენ 2021 წლის 5-6 ივლისს აქციების დროს, როცა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს.

2022 წლის იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატო–ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს. საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S