Accentnews.ge
უკრაინაში დააკავეს რუსი სამხედრო, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა [ფოტო]

უკრაინაში დააკავეს რუსი სამხედრო, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა [ფოტო]

14/03/2023 14:14:18 ევროპა

უკრაინის პოლიციამ ხარკოვის რეგიონის კუპიანსკის რაიონში დააკავა რუსი სამხედრო, რომელიც იქ ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა.

როგორც იუწყებიან, პოლიციამ კუპიანსკის რაიონში პატრულირებისას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 42 წლის მამაკაცი აიყვანა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის იყო მოსკოვის რეგიონის მკვიდრი და რუსეთის არმიის 27-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე.

დაკავებულის თქმით, ის მიტოვებულ შენობებში იმალებოდა მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ ტერიტორია გაათავისუფლა.

დაკავებული უკრაინაში ყოფნის გარემოებების გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კუპიანსკის რაიონის დეოკუპაცია 2022 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც უკრაინის არმიის ამ მიმართულებით წამოიწყო კონტრშეტევა. შემდეგ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დარჩენილი რუსი სამხედროების მოსაძებნად, რომლებიც შესაძლოა, დივერსანტები ყოფილიყვნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S