Accentnews.ge
უკრაინა ორ რუს სამხედროს ადანაშაულებს ოთხი წლის გოგონასა და დედამისზე სექსუალურ ძალადობაში – „როიტერი“

უკრაინა ორ რუს სამხედროს ადანაშაულებს ოთხი წლის გოგონასა და დედამისზე სექსუალურ ძალადობაში – „როიტერი“

14/03/2023 15:31:05 ევროპა

უკრაინა რუსეთის არმიის ორ სამხედროს ადანაშაულებს ოთხი წლის გოგონასა და დედამისზე სექსუალურ ძალადობაში,– იუწყება „როიტერი“ უკრაინის გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით.

გამოძიების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი სამხედროები 2022 წლის 13 მარტს შეიჭრნენ ქალაქ ბროვარიში მდებარე სახლის ეზოში, სადაც ცხოვრობდა ახალგაზრდა ოჯახი. ოჯახის მამა ლითონის ნივთით სცემეს და აიძულეს, მუღლებზე დამდგარიყო, როცა მის ცოლს აუპატიურებდნენ. მის ოთხი წლის ქალიშვილს ორიდან ერთ-ერთმა ჯარისკაცმა უთხრა, რომ „მას ქალად აქცევდა“, რის შემდეგაც ბავშვზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ თავდასხმის შემდეგ რუსი სამხედროები შეიჭრნენ მეზობლე სახლში, სადაც სცემეს 41 წლის ორსული ქალი და მის 17 წლის ქალიშვილი. კიდევ ერთ ლოკაციაზე, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, ჯარისკაცებმა ყველანი სამზარეულოში შერეკეს და ჯგუფურად გააუპატიურეს 15 წლის გოგონა და მისი დედა. ამ დანაშაულებში ექვსი ეჭვმიტანილი ფიგურირებს. ყველანი რუსეთის გვარდის მე-15 მოტომსროლელ ბრიგადაში ირიცხებიან. ეს ქვედნაყოფი შეიქმნა სამშვიდობო მისიებისთვის გაეროს, ეუთოს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დსთ-ს ეგიდით.

უკრაინის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა, რომლებიც უწყების ცნობით, მონაწილეობდნენ ბავშვსა და დედამისზე ძალადობაში. ესენი არიან 32 წლის ვადიმ შახმატოვი და 27 წლის ევგენი ჩერნოკნიჟნი. Reuters-ს ამ უკანასკნელის ოჯახმა განუცხადა, რომ ის ომში მოკლეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია ბრალდებებზე, მოსკოვი უარყოფს რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S