Accentnews.ge
ზელენსკიმ სარდლობასთან გამართა შეხვედრა – უკრაინა განაგრძობს ბახმუტის დაცვას

ზელენსკიმ სარდლობასთან გამართა შეხვედრა – უკრაინა განაგრძობს ბახმუტის დაცვას

14/03/2023 16:06:08 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარდლობასთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ბახმუტის დაცვაზე ისაუბრეს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის და ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფებების მეთაურების მოხსენებები ფრონტზე ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ.

„ბახმუტის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ, შტაბის ყველა წევრმა გამოთქვა ერთიანი პოზიცია ქალაქ ბახმუტის შემდგომი შენარჩუნებისა და დაცვის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე ასევე გაანალიზეს მოწინავე პოზიციებზე მყოფი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, ცალკე განიხილეს უკრაინის პარტნიორებისგან ტექნიკისა და იარაღის მიწოდების ტემპი და მოცულობა.

წინა დღეს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია, „ვაგნერის“ თავდასხმის რაზმები მიიწევენ რამდენიმე მიმართულებით.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, 8 მარტის მდგომარეობით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მინიმუმ 50% დაიკავეს. ამავდროულად, ექსპერტების აზრით, რუსეთის ჯარებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწრაფად მიაღწიონ გარღვევას ბახმუტს მიღმა, თუ ისინი ქალაქს დაიკავებენ.

ნატოს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ბახმუტთან ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინა.

ბახმუტი რჩება მთავარ „ცხელ წერტილად“ ფრონტის ხაზზე. რუსული ჯარები ამ ქალაქის აღებას 2022 წლის ივლისიდან ცდილობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S