Accentnews.ge
ფაშინიანმა კრემლის პროპაგანდისტებს სომხეთში შესვლა აუკრძალა

ფაშინიანმა კრემლის პროპაგანდისტებს სომხეთში შესვლა აუკრძალა

14/03/2023 16:24:00 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის პროპაგანდისტებს – მარგარიტა სიმონიანს, არამ გაბრელიანოვს და რუს დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა სომხეთის ხელისუფლების მიმართ უპატივცემლობის გამო.

“ამ ხალხს 1% მაინც რომ გაეკეთებინათ იმისა, რაც სომხეთს გაუკეთეს, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, საკუთარ სახლებში ვიზების გარეშე ვერ დაბრუნდებოდნენ”, – თქვა ფაშინიანმა 14 მარტს.

მსგავსი გადაწყვეტილება ფაშინიანმა გასული წლის ოქტომბერშიც მიიღო ამ პირების პოზიციონირებს გამო. მას სომეხი ხალხის და კრემლის ლიდერის მოტყუებაში ადანაშაულებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S