Accentnews.ge
შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა – მედია

შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა – მედია

14/03/2023 17:34:48 მსოფლიო

რუსული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს შეეჯახა,– იუწყება BBC ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით.

როგორც იტყობინებიან, ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავისა და ამერიკული დრონის შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია.

ინციდენტში მონაწილე რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი ყირიმისკენ მიფრინავდა. დაზიანდა თუ არა ის შეჯახების შედეგად, უცნობია. ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი ყირიმში დაეშვა. ამერიკული სადაზვერვო უპილოტო აპარატი შავ ზღვაში, ყირიმიდან დასავლეთით დაეშვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S