ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან ზეწოლას ზრდიან პენტაგონზე, გაგზავნოს უკრაინაში F-16-ები

15-03-2023 14:09:59 მსოფლიო

ორპარტიული სენატორების ჯგუფი ახორციელებს ზეწოლას პენტაგონის ხელმძღვანელზე, რათა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გასაგზავნად,– ამის შესახებ Politico წერს რვა სენატორის მიერ თავდაცვის მდივნ ლოიდ ოსტინისთვის მიწერილ წერილზე მითითებით.

რუსეთ–უკრაინის ომი "ახლა კრიტიკულ ეტაპზეა", - წერენ სენატორები და ამტკიცებენ, რომ F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა შეიძლება, კიევს უპირატესობა მისცეს, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მეორე წელია, გრძელდება.

„ამერიკელ, უკრაინელ და უცხოელ ლიდერებთან ჩვენი საუბრის შემდეგ, რომლებიც მუშაობენ უკრაინის მხარდასაჭერად, გვჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა გულდასმით უნდა განიხილოს უკრაინისთვის F-16-ების მიწოდება“, - წერენ სენატორები.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც შეძლებდა თამაშის წესების შეცვლას ბრძოლის ველზე“, - ნათქვამია წერილში.

წერილის ორგანიზატორი იყო სენატორი მარკ კელი (არიზონა).

სენატორებმა ოსტინს სთხოვეს, კვირის ბოლომდე მიაწოდოს მათ სხვადასხვა ფაქტორების შეფასება უკრაინაში F-16-ის წარმატებით გადასატანად.

კანონმდებლების დასმულ კითხვებს შორის არის, თუ როგორ აფასებენ უკრაინელი ოფიციალური პირები მოიერიშე თვითმფრინავებს, როცა ისინი იარაღს ითხოვენ და საიდან შეიძლება F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული – ახალი წარმოებიდან ან არსებული მარაგებიდან. ისინი ასევე დაინტერესდნენ სამხედროების შეფასებით F-16-ის ზემოქმედების შესახებ კონფლიქტზე და რამდენად სწრაფად შეუძლიათ უკრაინელ მფრინავებს ამერიკული გამანადგურებლების მართვის შესწავლა.

სენატორების ჯგუფი მიესალმა ცნობებს იმის შესახებ, რომ ორი უკრაინელი მფრინავი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში საბრძოლო უნარების შესაფასებლად მორისის საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე, ტუსონში.

წერილს ასევე მოაწერეს ხელი დემოკრატებმა ილინოისიდან ტამი დაკვორტმა, ტიმ კეინმა ვირჯინიიდან, მარტინ ჰაინრიხმა ნიუ-მექსიკოდან და ჯეკი როზენმა ნევადადან, ასევე რესპუბლიკელებმა ლიზა მურკოვსკიმ ალასკიდან, ტომი ტუბერვილმა ალაბამადან და ტედ ბადმა ჩრდილოეთ კაროლინადან.

ორპარტიული ძალისხმევა, დაერწმუნებინათ ბაიდენის ადმინისტრაცია F-16-ების გაგზავნაში ან წაახალისონ სხვა ქვეყნები, გაძლიერდა იმგვარი შეფასებებით, როგორითაც გამოვიდა გენერალი კრისტოფერ კავოლი, აშშ-ისა და ნატოს ძალების უმაღლესი მეთაური ევროპაში. გასულ თვეში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კავოლმა განუცხადა კანონმდებლებს დახურულ კარს მიღმა, რომ მოწინავე იარაღის, მათ შორის F-16–ის გამანადგურებლებისა და შორი დისტანციის რაკეტების მიწოდება ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას.

მაგრამ უმაღლესი სამოქალაქო ოფიციალური პირები, მათ შორის ბაიდენი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, აცხადებენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავები არ არის გადაუდებელი საჭიროება ბრძოლის ველზე სხვა ვარიანტებთან შედარებით. პენტაგონის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა კოლინ კალმა ასევე მხარი დაუჭირა ადმინისტრაციის პოზიციას, რომელმაც გასულ თვეში განუცხადა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს, რომ ძველი F-16-ების მიწოდების ყველაზე ოპტიმისტური დრო 18 თვეა, ხოლო ახალი თვითმფრინავების წარმოებას შესაძლოა, სამიდან ექვს წლამდე დასჭირდეს.

”ეს უკრაინელებისთვის პრიორიტეტია, მაგრამ არ არის მათი მთავარი პრიორიტეტების სამეულში. მათი მთავარი პრიორიტეტებია საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია, იარაღი, ჯავშანტექნიკა და მექანიზებული სისტემები",– ჩამოთვალა კალმა.

სენატის წერილი მოჰყვება ორპარტიულ ძალისხმევას წარმომადგენელთა პალატაში, დემოკრატ ჯარედ გოლდენის ხელმძღვანელობით, დაიყოლიოს ბაიდენი F-16 ან მსგავსი თვითმფრინავები გაეგზავნაზე კიევში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები