Accentnews.ge
რამდენიმე ქვეყანას სურს უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდება

რამდენიმე ქვეყანას სურს უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდება

15/03/2023 10:34:38 ევროპა

პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ვარშავამ „მკაფიო განცხადებები“ მიიღო რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებსაც უკრაინისთვის მიგ-29-ის გამანადგურებლების მიწოდება სურთ,– Bloomberg.

მიულერს არ დაუკონკრეტებია ქვეყნები.

მანამდე სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ ისაუბრა პოლონეთთან გამანადგურებლების ერთობლივი გადაცემის მზადყოფნაზე, თუ სლოვაკეთის მთავრობა ამას გადაწყვეტს. თუმცა, გადაწყვეტილება ჭიანურდება სექტემბრის ვადამდელი არჩევნების წინა პოლიტიკური შიდა დაპირისპირების გამო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას საბჭოთა წარმოების გამანადგურებლები გადასცეს. უახლოეს კვირებში. ნატოს სხვა წევრები, რომლებსაც ამავე ტიპის სამხედრო თვითმფრინავები ჰყავთ, არიან ბულგარეთი, ხორვატია და რუმინეთი. ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ ეწინააღმდეგებიან სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S