Accentnews.ge
ბახმუტთან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

ბახმუტთან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

15/03/2023 13:04:38 ევროპა

პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ბახმუტთან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ბახმუტის მახლობლად რუსული სუ-24 საფრონტო ტაქტიკური ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 15 მარტის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა დაკარგა 304 თვითმფრინავი და 289 ვერტმფრენი. მოსკოვი არ საუბრობს საკუთარ დანაკარგებზე.

ბახმუტი, რომლის აღებასაც რუსეთი გასული წლის ზაფხულიდან ცდილობს, რჩება ყველაზე ცხელ წერტილად ფრონტის ხაზზე.

„ბახმუტის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ, შტაბის ყველა წევრმა გამოთქვა ერთიანი პოზიცია ქალაქ ბახმუტის შემდგომი შენარჩუნებისა და დაცვის თაობაზე“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზელენსკისა და სარდლობის შეხვედრის შემდეგ.

წინა დღეს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია, „ვაგნერის“ თავდასხმის რაზმები მიიწევენ რამდენიმე მიმართულებით.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, 8 მარტის მდგომარეობით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მინიმუმ 50% დაიკავეს. ამავდროულად, ექსპერტების აზრით, რუსეთის ჯარებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწრაფად მიაღწიონ გარღვევას ბახმუტს მიღმა, თუ ისინი ქალაქს დაიკავებენ.

ნატოს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ბახმუტთან ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S