
ვენაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა ეკლესიებზე თავდასხმის საფრთხის გამო
15/03/2023 13:26:23 ევროპა
ვენის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა ეკლესიებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გამო.
დილიდანვე ავსტრიის დედაქალაქის მრავალი ეკლესიის, მათ შორის წმინდა სტეფანეს ტაძრის წინ, შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმები შენიშნეს.
თავდაპირველად პოლიციას ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. დაახლოებით დილის 10:00 საათზე პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია ვენაში ისლამისტური მოტივით თავდასხმისთვის მზადების ნიშნების შესახებ.
„თუ კონკრეტულ ლოკაციაზე შეინიშნება საზოგადოებისთვის საფრთხის კონკრეტული ნიშნები, ამის შესახებ დაუყოვნებლივ იქნება შეტყობინება ყველა არსებული საკომუნიკაციო არხით“, - დასძინეს პოლიციაში.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროში წყაროებმა ჟურნალისტებთან თქვეს, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია საფრთხის შესახებ "საკმაოდ აბსტრაქტულია".
წმინდა სტეფანეს ტაძარი ღიაა, მოედანი სავსეა ტურისტებითა და ადგილობრივებით.
როგორც ჩანს, სპეცსამსახურების მიერ მიღებული ინფორმაცია კონკრეტულად ვენისთვის საფრთხეზე მიუთითებს, რადგან ავსტრიის მეზობელ რეგიონებში უსაფრთხოების ზომები არ არის გაძლიერებული.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ავსტრიამ სასჯელი გამოუტანა ოთხ პირს ჯიჰადისტის დახმარებისთვის, რომელმაც 2020 წლის ნოემბერში ვენის ცენტრში ტერორისტული თავდასხმა ჩაიდინა.