უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით $2,5 მლრდ გადმოირიცხა
15-03-2023 18:22:15
ეკონომიკა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. საქართველოში გადმორიცხული თანხების შესახებ მონაცემები ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე დღეს განახლდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის, 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ამ ქვეყნიდან 21,9 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. 2023 წლის თებერვალში კი გადმორიცხული თანხის მოცულობა 753,7%-ით არის გაზრდილი და 187,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
რუსეთიდან გადმორიცხული თანხა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:
2023 წელი
- თებერვალი - $187,3 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით) გაზრდილია 753,7%-ით;
- იანვარი - $267,6 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით) გაზრდილია 1094,64%-ით;
2022 წელი
- დეკემბერი - $317,31 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით)გაზრდილია 699,23%-ით;
- ნოემბერი - $316,14 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით)გაზრდილია 819,11%-ით;
- ოქტომბერი - $299,28 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით)გაზრდილია 725,59%-ით;
- სექტემბერი - $137,94 მლნ,(წინა წლის იმავე თვესთან შედარებით) გაზრდილია 350,97%-ით;
- აგვისტო - $110,94 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით)გაზრდილია 194,64%-ით;
- ივლისი - $100,9 მლნ, გაზრდილია 150,75%-ით;
- ივნისი - $231,44 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით) გაზრდილია 492,2%-ით;
- მაისი - $313,9 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით)გაზრდილია 888,73%-ით;
- აპრილი - $132,98 მლნ, (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით) გაზრდილია 298,77%-ით;
- მარტი - $27 მლნ, კლება 16,12%-ით.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა ამ ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული.