
მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულად შეწყვიტა
16/03/2023 07:12:43 მსოფლიო
მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულად შეწყვიტა.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.
"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა", – განაცხადა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ახლა ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს რუმინეთის გავლით იღებს.