Accentnews.ge
1000–ზე მეტი სამხედრო, 13 დრონი და ბომბდამშენი - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ

1000–ზე მეტი სამხედრო, 13 დრონი და ბომბდამშენი - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ

16/03/2023 07:28:01 ევროპა

გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ კიდევ 1040 სამხედრო დაკარგა,- იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 16 მარტის დილის მოხსენებაში.

მისი ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციამ დაკარგა დაახლოებით 162 560 ჯარისკაცი. გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დაკარგა: ტანკი - 3504 (12 - გასული დღის განმავლობაში), ჯავშანტექნიკა - 6810 (+11), საარტილერიო სისტემები - 2539 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 503 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემა - 265 (+3), თვითმფრინავი - 305 (+1), ვერტმფრენი - 289, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 2145 (+13), ფრთოსანი რაკეტა - 907, გემები / ნავები - 18, სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი - 5394 (+17), სპეცტექნიკა - 257.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ზარალი უკრაინის წინააღმდეგ ომში შეფასებულია 200 000 ჯარისკაცად: მოკლული და დაჭრილი. ნოემბერში აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ომში რუსეთის დანაკარგი იყო მინიმუმ 100 000 მოკლული და დაჭრილი. რუსეთი დანაკარგების შესახებ არ საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S