
ოსური მხარე საქართველოს დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების შესახებ იუწყება
08/11/2019 08:59:55 კონფლიქტები
ოსური მხარე საქართველოს დაკავებული მოქალაქის ზაქრო ბუთხუზის გათავისუფლების შესახებ იუწყება.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ქვეშის მაცხოვრებელი ზაქრო ბუთხუზი ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეს დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ.
ცნობისთვის: ზაქრო ბუთხუზი 6 ნოემბერს დააკავეს.