Accentnews.ge
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა"

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა"

16/03/2023 12:30:23 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმისგან მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ამის შესახებ მან დღეს მოლდოვაში ვიზიტის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, ბრიტანეთი მოლდოვას 12 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

დახმარება უნდა მოხმარდეს ეკონომიკას, მმართველობის სფეროში რეფორმებს და ენერგეტიკის სფეროს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ერთი წლის წინ, მოლდოვის პრო-დასავლური მთავრობა და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ქვეყანა შეიძლება, კონფლიქტში იყოს ჩათრეული. 2,5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა ესაზღვრება უკრაინას, ხოლო მისი სეპარატისტულ- პრორუსულ რეგიონში, დნესტრისპირეთში განთავსებულია რუსეთის ჯარები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S