
ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის ჩარევისგან დასაცავად ფინანსურად დაეხმარება
16/03/2023 12:51:22 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის ჩარევისგან დასაცავად ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
მისი ცნობით, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, რაც მიზნად ისახავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემო შეიქმნას და დაცული იყოს გარე ჩარევისაგან. რაც შეეხება მოლდოვას, მას დიდი ბრიტანეთი 10 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება, რომელიც ეკონომიკური და მმართველობის რეფორმებისა და ენერგეტიკის სექტორის დახმარებას ითვალისწინებს.
როგორც ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, ჯეიმს კლევერლი აღნიშნული დახმარების შესახებ განცხადებებს 16-17 მარტს მოლდოვასა და საქართველოში ვიზიტის დროს გააკეთებს.