16-03-2023 17:30:50 ევროპა
პოლონეთი უკრაინას მიგ–29–ის ტიპის 10 გამანადგურებლიდან ოთხს უახლოეს დღეებში გადასცემს,– განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
„უახლოეს დღეებში 4 თვითმფრინავს გადავცემთ. დანარჩენებს კი წლის ანმავლობაში ჩავაბარებთ ეტაპობრივად“, - განაცხადა დუდამ.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელი იური იგნატი თვლის, რომ საბჭოთა წარმოების გამანადგურებლების გადაცემა "სერიოზული დახმარება" იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს განსაკუთრებულ ცვლილებებს მოიტანს ფრონტზე.
„დიახ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დახმარებაა. ეს არის ჩვენი ტაქტიკური ავიაციის შესაძლებლობების ზრდა. მაგრამ იმ რადარით და ამჟამად მომუშავე იარაღებით, ის რჩება ისეთი, როგორიც არის. იმისთვის, რომ ჰაერში უპირატესობა მივიღოთ, სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმაა საჭირო, ამისათვის გვჭირდება მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავი“, - თქვა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
ამასთან, იგნატის თქმით, საბჭოთა გამანადგურებლებმა, რომლებიც შესაძლოა უკრაინას მიეწოდოს, „გარკვეული მოდერნიზება “ გაიარეს.
პოლონური მიგ-29-ების შესახებ დისკუსია უკვე გასულ წელს წამოიჭრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე. პოლონელი სამხედრო ექსპერტების აზრით, ამ ტიპის 30-მდე თვითმფრინავი ჯერ კიდევ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ ქვეყანას ემსახურება.