Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გადასცა

16/03/2023 17:38:33 ევროპა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გადასცა. პარტია მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და საავტომობილო ტექნიკას.

ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაკეტში შედის 5 ათასი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS II-ისთვის და ასევე 25 გენერატორი.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, გერმანია უკრაინისთვის 5330 ერთეული 155 მმ-იანი ჭურვების და Iris-t SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადასაცემად ემზადება.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 მარტს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდოს ახალი საბრძოლო მასალა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S