მასშტაბური ოპერაცია პოლონეთში: რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ცხრა უცხოელი დააკავეს

16-03-2023 23:20:44 ევროპა

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ცხრა უცხოელი დააკავეს,– ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.

მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაკავებულები აწარმოებდნენ სადაზვერვო საქმიანობას პოლონეთის წინააღმდეგ და ამზადებდნენ დივერსიას რუსული დაზვერვის დაკვეთით. კერძოდ, ისინი აკვირდებოდნენ უკრაინაში იარაღის ტრანსპორტირებას და ემზადებოდნენ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხებისთვის.

გარდა ამისა, უცხოელებს პროპაგანდისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. გამომძიებლების თქმით, დაკავებულებს სურდათ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების დესტაბილიზაცია და ნატოს მიმართ მტრობის გაღვივება.

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტო მიიჩნევს, რომ უცხოელები აკვირდებოდნენ უკრაინაში იარაღის მიწოდების მიზნით ტვირთის სარკინიგზო ტრანსპორტირებას მთავარ რკინიგზის სადგურზე ფარული ვიდეოკამერების ქსელის გამოყენებით. მედიის ცნობით, დაზვერვის თანამშრომლებმა მინიმუმ 50 სათვალთვალო მოწყობილობა ამოიღეს.

ჯაშუშობისა და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი უცხოელი დააკავეს. სამი კვლავ გამოძიების პროცესშია.

რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები, ზრ კონკრეტდება, მხოლოდ ის ითქვა, რომ ისინი იყვნენ "უცხოელები აღმოსავლეთ საზღვრიდან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები