შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის დამატებითი არტილერიის მიწოდების თაობაზე

16-03-2023 23:28:46 ევროპა

შვედეთმა 16 მარტს გამოაცხადა თავისი Archer–ის მობილური საარტილერიო სისტემის მიყიდვა დიდ ბრიტანეთისთვის, რაც ლონდონს საშუალებას მისცემს, გადასცეს AS90 საარტილერიო სისტემა უკრაინას. შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი 14 ერთეულ Archer-ს შეისყიდის.

გარდა ამისა, სტოკჰოლმმა განაცხადა რვა Archer–ის პირდაპირ უკრაინისთვის მიწოდების შესახებ.

„არტილერია, როგორიცაა Archer, ჯავშანტექნიკასთან და ტანკებთან ერთად, გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას და მას საშუალებას მისცემს, დაიბრუნოს ტერიტორიები“, - თქვა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა.

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ 14 Archer–ის სისტემა დროებით ჩაანაცვლებს 32 AS90 საარტილერიო სისტემებს, რომლებიც ლონდონმა გაუგზავნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

ლონდონმა უკრაინაში AS90-ის გაგზავნის შესახებ იანვარში გამოაცხადა. შვედეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინას 1,5 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები