17-03-2023 10:07:27 სამართალი
თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამჟამად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მოზარდი გოგო შუაღამისას, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ დაიკარგა.
მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში ვრცელდებოდა.