Accentnews.ge
Politico – ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს ათასობით შაშხანა, "დრონების" დეტალები და ჯავშანჟილეტები მიაწოდეს

Politico – ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს ათასობით შაშხანა, "დრონების" დეტალები და ჯავშანჟილეტები მიაწოდეს

17/03/2023 07:53:17 მსოფლიო

ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს ათასობით შაშხანა მიაწოდა, რომლის გამოყენებაც ომშია შესაძლებელი. გარდა ამისა, მათ მოსკოვს სხვა შეიარაღება, მათ შორის "დრონების" დეტალები და ჯავშანჟილეტები გაუგზავნეს, – იუწყება Politico ImportGenius-ის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მიწოდება 2022 წლის ივნის-დეკემბერში ხორციელდებოა. ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტორმა კომპანია China North Industries Group Corporation Limited-მა შაშხანები რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია „Техкрим"-ს მიაწოდა.

Politico-ს ცნობით, CQ-A ტიპის შაშხანები, ამერიკული M16-ის მოდელის მიხედვითაა შექმნილი და დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც სამოქალაქო სანადირო იარაღი.

"გარდა ამისა, თურქეთის გავლით რუსულმა კომპანიებმა ჩინური კომპანიებისგან "დრონების" დეტალების 12 პარტია და ჯავშანჟილეტები მიიღეს. კიდევ ერთმა ჩინურმა კომპანიამ რუსეთში ნოემბერ-დეკემბერში უპილოტი საფრენი აპატარების დეტალები გაგზავნა არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით", – იუწყება Politico.

ფრონტზე რუსეთის მხრიდან ჩინური წარმოების შეიარაღების გამოყენების დასტური არ არსებობს. თუმცა უკრაინაში ჩამოადგეს Mugin-5 ტიპის "დრონი", რომელიც შსეიარაღებულ "დრონად" იყო გადკეთებული. კომპანია Mugin Limited-ში CNN-ს დაუდასტურეს, რომ "დრონი" მათ წარმოებისაა და მომხდარს "უკიდურესად სამწუხარო" უწოდეს.

19 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს და ასევე განიხილავს იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. დიპლომატის თქმით, მან ჩინეთის "კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა კომისიის ოფისის ხელმძღვანელი ვან ი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შემთხვევაში, პეკინისთვის სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა.

ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა ნეიტრალიტეტის შესახებ და აღნიშნა, რომ არ ყიდის იარაღს კონფლიქტის ზონებში. ამავდროულად, აშშ შიშობს, რომ პეკინი ნამდვილად განიხილავს მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S