Accentnews.ge
ჯეიმს კლევერლი: "მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები"

ჯეიმს კლევერლი: "მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები"

17/03/2023 09:00:58 პოლიტიკა

"ვაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ფარგლებში აიღო", – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიამ და მისმა გაგრძელებულმა ყოფნამ სამხრეთ ოსეთის /ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, ოჯახები, შეზღუდა წვდომა წინაპრების მიწასა და წმინდა რელიგიურ ადგილებზე".

"ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილები და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები", – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S