9 აპრილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ენმ თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აანონსებს

17-03-2023 16:58:24 პოლიტიკა

9 აპრილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ენმ თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აანონსებს.

"უახლოეს დღეებში, დედაქალაქიდან დაწყებული, გაგრძელებული რეგიონებით, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას, ჩვენ მთელი საქართველოდან ვაპირებთ, რომ 9 აპრილს სრულიად საქართველო შეიკრიბოს და თქვას, არა რუსულ მთავრობას და ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის ცივილიზებული სამყაროს ოჯახის წევრები", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია 9 აპრილს 17:00 საათზე თბილისში, რუსთაველზე გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები