17-03-2023 18:47:08 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება გადამწყვეტია. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტის დროს განცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგელებთან შეხვედრისას, მათ შორის მედიის თავისუფლების მნიშვნელობის საკითხებიც განიხილეს.
"ჩვენ განვიხილეთ მედიის თავისუფლება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის თავდაჯერებული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება ისევე, როგორც ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. საჭიროა, რომ გქონდეთ კონკურენტული პოლიტიკური გარემო, ასევე თავისუფალი და სამართლიანი და ღია საზოგადოება. ამ საქმეში მედიის თავისუფლება გადამწყვეტია. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე არ გვისაუბრია, მაგრამ ხაზი გავუსვი, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ისევე, როგორც გამჭვირვალე სასამართლო პროცესები უმნიშვნელოვანესია. დიდ ბრიტანეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი დემოკრატია, რათა მოხდეს უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან", – განაცხადა კლევერლმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.