კლევერლი: "საქართველოში ახალი კონფლიქტის ხილვა ყველაზე ნაკლებად გვსურს"

17-03-2023 19:16:23 პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ "საქართველოში ახალი კონფლიქტის ხილვა ყველაზე ნაკლებად სურთ".

„მე მოვისმინე საუბრები პირდაპირ სამხედრო საფრთხეებთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის გეგმებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით და საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ ამ კონფლიქტების მოგვარება საქართველოს მშვიდობიანი გზებით სურს. ჩვენ ამას სრულად ვეთანხმებით იმიტომ, რომ საქართველოში ახალი კონფლიქტის ხილვა ყველაზე ნაკლებად გვსურს. ჩვენ ასევე დავეხმარებით საქართველოს, რომ ამ ქვეყანაში იყოს მედიის უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი დემოკრატია, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო გზა საიმისოდ, რომ საქართველო უკეთ იქნას ინტეგრირებული ევროპასთან", – განაცხადა კლევერლიმ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები