გზების დეპარტამენტი – ვერტყვიჭალასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა

19-03-2023 14:41:46 რეგიონები

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა, რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე.

„მოცემულ ეტაპზე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები