19-03-2023 14:48:11 მსოფლიო
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ მარიუპოლს ეწვია.
რუსული მედიის ცნობით, იგი იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა და ქალაქში მანქანით გადაადგილდებოდა.
ტელეგრამარხით გავრცდელებულ ვიდეოში პუტინს მარიუპოლში თან ახლდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მარატ ხუსნულინი.
ოფიციალური ცნობით, პუტინმა დაათვალიერა სანაპირო ზოლი იახტკლუბის ტერიტორიაზე, თეატრის შენობა და ნევსკის მიკრორაიონში იგი ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.
ფოტოები ან ვიდეოები, რომელზეც ასახული იქნებოდა პუტინის გადაადგილება მარიუპოლის ქუჩებში და შეხვედრა ქალაქის მცხოვრებლებთან, არ გამოქვეყნებულა.
წინა დღით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა, ანექსირებულ სევასტოპოლში ჩავიდა.