Accentnews.ge
“ვერც ერთი რეკლამა ვერ შესძენდა ჰომოსექსუალურ თემას იმგავრ ინეტერსს, როგორც ეს მარშმა მოახერხა”

“ვერც ერთი რეკლამა ვერ შესძენდა ჰომოსექსუალურ თემას იმგავრ ინეტერსს, როგორც ეს მარშმა მოახერხა”

08/11/2019 10:51:00 ციტატა

“გეუბნებით, ვერავინ და ვერცერთი რეკლამა ვერ შესძენდა ჰომოსექსუალურ თემას და თუნდაც ამ კონკრეტულ ფილმს იმგვარ ინტერესს და პოპულარობას, როგორც ეს ქართულმა მარშმა, კომბლეებმა, მმკ-ს მღვდლებმა და მათმა მომხრეებმა ამათი დევნით მოახერხეს. დევნა, რომ დევნილს აძლიერებს, ეს მხოლოდ რელიგიებს არ ეხება. საბოლოო ჯამში ეს ექსტრემისტული ჯგუფები გახდნენ ამ თემის მთავარი პოპულარიზატორები საქართველოში. ნეტავ თუ ხვდებიან რას აკეთებენ?!”

ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S